20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ გიორგი სულაშვილს, რომელმაც ცალი თვალი დაკარგა, გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც მისი მეუღლე, მაკა ლომთაძე ამბობს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დაშავებულს აღუდგა ზედა ყბის სახე, თვალის ქუთუთო და თვალბუდე.
“დღეს გიორგის ოპერაცია დასრულდა წარმატებით!!!აღუდგა ზედა ყბის სახე,თვალის ქუთუთო და თვალბუდე!!!!მიხარია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა!!
მაგრამ დღევანდელმა დღემ ისევ გამახსენა ის სისხლიანი ღამე,ისევ გიორგის ტკივილებით ტანჯული სახე!!!!იგივე მეორდება ზუსტად იგივე!!!!რაც ძალიან ძნელი
ასატანია!!!იგივე ტკივილები განცდები ემოციები….მომდევნო სამი დღე მძიმეა და სავსე ტკივილებით….
ჩემი ბრაზი ასმაგდება მაშინ როცა გამეფიქრება ვის გამო ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!!!!!!”
შეგახსენებთ, 20 ივნისს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად “გავრილოვის ღამიდან” 5 თვის შემდეგ ცნო.