LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის უხდის მადლობას გაძლებისთვის ზვიად დოლიძე: „ეს ხმა არც ჩემი დამსახურებაა და არც დაყენებულია, ბუნებრივად მაქვს…“

1358
ზვიად-დოლიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ზვიად დოლიძე.

სულ მინდოდა მსახიობობა, ჩამოყალიბებული ვიყავი ჩემს ხედვასა და არჩევანში. გოგი ქავთარაძე გახლდათ ადამიანი, რომელმაც არამხოლოდ პროფესია შემასწავლა, არამედ მასწავლა ურთიერთობების გაფრთხილება და ასევე მეგობრობა. გოგი იყო ჩემი დიდი და უფროსი მეგობარი. მახსოვს, უფროსი მამაკაცის როლი უნდა შემესრულებინა, გოგის მივმართე და ვუთხარი, რომ უცებ ვერ გავაკეთებდი ამას და რამდენიმე დღე დამჭირდებოდა. მაშინ პირველად ვიჩხუბეთ, ცხადია, ხმამაღლა არა, ნაწყენი გამოვედი თეატრიდან. საბოლოოდ, რამდენიმე დღე მომცა. ის დარწმუნებული იყო ჩემში და ჩემს შესაძლებლობებში. იმ პერიოდში თვიდან თვემდე ისე გავდიოდით, როგორც მთელი საქართველო, მიუხედავად ამისა, არ მახსოვს, დედაჩემსა და მამაჩემს ფულზე ესაუბრათ. მინდა გითხრათ, რომ ერის განათლება არ განისაზღვრება იმით, რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, არც თეატრი და კინო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის მეტყველების კულტურა, ამიტომ მეტყველება უნდა ისწავლებოდეს სკოლაშიც, ეს აუცილებელია. საზღვარგარეთ ქუჩაში ადამიანი რომ გამოგელაპარაკოს, აკადემიკოსი გეგონება, აქ კი სხვა სიტუაციაა…

გაიხსენეთ თქვენი პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი…

ეს იყო რუსთავის საბავშვო თეატრში, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ჯუჯას როლი ვითამაშე. შემდეგ იყო „მკაცრი ქალიშვილები“. სხვათა შორის, არ ყოფილა რომ გავჭედილიყავი სცენაზე. თუმცა ყოფილმა შეგრძნება, რაღაც პაუზის შემდეგ, როცა არ იცი, რა გააკეთო, თუმცა როგორც კი სცენაზე გადიხარ, ყველაფერი თავისით მოდის. ვიცი რამდენიმე ბედნიერი მსახიობი, რომელიც სცენაზე გასვლამდე არის სახლში მშვიდად, სვამს ყავას, ბუნებით ტკბება და არ უყურებს სოციალურ ქსელში რაღაც სისულელეებს, თუმცა ასეთი ცხოვრებით ბევრი ვერ ვცხოვრობთ.

ახლა თქვენს მეორე პროფესიაზე გვესაუბრეთ, ხმა, რომლის საშუალებითაც თქვენ გარკვეული „ბრენდი“ შექმენით…

ეს ხმა არც ჩემი დამსახურებაა და არც დაყენებულია, ბუნებრივად მაქვს. მეტყველების სრული კურსის გავლაც დამეხმარა. ამ ხმამმე სხვა საქმეების კეთების საშუალება მომცა, რასაც ჰქვია გახმოვანება, ტელევიზიების საიმიჯო ხმის სტატუსი. 4 ტელეკომპანიის საიმიჯო ხმა ვიყავი, ბევრი ფილმი, სერიალი, მულტფილმი და რეკლამა მაქვს გახმოვანებული. ბევრი რამ მოვასწარი ამ 24 წლის განმავლობაში.

ახლა ოჯახის შესახებ გვესაუბრეთ, სამი ქალიშვილი გყავთ…

დიახ, ქალების გარემოცვაში ვარ, ძაღლსაც კი ები ჰქვია. მყავს დედა, რომელიც ძალიან მიყვარს; საყვარელი მეუღლე, მხატვარი, არაჩვეულებრივი პორტრეტისტი, ხათუნა ოქროპირიძე; სამი ქალიშვილი, მარიამი, ნატალი და ლილე. სწორედ ჩემი ოჯახია ჩემი პირველი მხარდამჭერი და შემფასებელი. მსურს, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, მადლობა ჩემი გაძლებისთვის, რთულია ხელოვანი ადამიანის გაძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები