LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Visa და Mastercard-ი რუსეთში ოპერირებას წყვეტენ

138
1

Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში ოპერირება შეწყვიტეს.

Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალ კელიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და განაცხადა, რომ ეს არის მუდმივი საფრთხე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რომელიც მოითხოვს უპასუხონ ღირებულებების შესაბამისად:

“ჩვენ იძულებულნი ვართ, ვიმოქმედოთ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრისა და იმ მიუღებელი მოვლენების შემდეგ, რომელთა მოწმენიც გავხდით.

ვწუხვართ იმ ზემოქმედებაზე, რომელსაც ეს მოახდენს ჩვენს ძვირფას კოლეგებსა და კლიენტებზე, პარტნიორებზე, სავაჭრო ობიექტებზე და ბარათების მფლობელებზე, რომლებსაც რუსეთში ვემსახურებით”, – აცხადებს ალ კელი.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Visa იმუშავებს კლიენტებთან და პარტნიორებთან რუსეთში, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ტრანზაქცია უახლოეს დღეებში, რუსეთის ფარგლებს გარეთ გაცემული Visa ბარათები კი აღარ იმოქმედებს.

რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციებს ამერიკული კომპანია Mastercard-იც აჩერებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული ანტირუსული სანქციების ფონზე, გადაწყვიტეს რომ შეაჩერონ ქსელის სერვისები რუსეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g