LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს – მამუკა ბახტაძე

247
29717952_130785021103761_2475271802524270592_n

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, ან შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს, ან იაფფასიან პოლიტიკურ პოპულიზმს ეწევა.

ამ თემაზე პრემიერმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძემ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში წინგადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დარგი კიდევ უნდა წავიდეს წინ.

“ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. სხვანაირად, მხოლოდ ადმინისტრაციული გზით, ის არ მოიტანს, რაც გვინდა მივიღოთ. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, ახალგაზრდობაში მეწარმეობა იყოს წახალისებული. განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს. ეს ჩემი აზრით, არის იმის შედეგიც, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ მომხდარა საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და რა პერსპექტივები”, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, თუ ფერმერების უმეტესობა მოსავალს კვლავ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის მოიყვანს, დარგს პერსპექტივა არ ექნება. მისი თქმით, სიღარიბიდან გამოსავალი სწორედ პროდუქციის რეალიზებაზე აქცენტია.

“საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, როცა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულნი, მათი უმრავლეობა, როცა მოჰყავთ პროდუქცია, მოიხმარს პირადი მოხმარებისთვის. ბუნებრივია, ასეთ სოფლის მეურნეობას არ აქვს პრესპექტივა. ეს მხოლოდ გააღვივებს იმ პრობლემასთან ბრძოლას, რასაც ჰქვია სიღარიბესთან ბრძოლა. სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომ მოახდინონ ფერმერებმა რელიზაცია პროდუქტის, მიიღონ შემოსავალი და მოიხმარონ, აქ არის წარმატების ფორმულა. საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დარგი, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის განვითარების საკითხებში”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g