სოჭიდან დაძრული საკრუიზო ლაინერის, ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში შემოსვლას სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ.
ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენები ბოლო დღეებია საზოგადოების განხილვის საგანია.
ბათუმის ნავსადგურში გამართულ აქციას „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეხმიანება მამა პეტრე კოლხი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„იმას, რომ მავანნი ცდილობენ, ახალგაზრდებს რუსული სამყარო მოაწონონ და თავისკენ გადაიბირონ, რაც არ გამოუვათ. ვისაც რუსეთის ნოსტალგია გაუჩნდა, ბათუმის პორტს გემი კიდევ მოადგება და თან გაჰყვნენ, წავიდნენ, მათი ადგილი მაინც იქ – დედა-რუსეთშია. აქ მათი მახინჯი იდეოლოგია აუცილებლად ჩაიძირება!
ვიდეო: „ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს“ – ირაკლი კუპრაძე
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო
ჩვენ არ გვინდა საბჭოეთში დაბრუნება და ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც დასმენა, ღალატი, მუქარა, „ჩაშვება” – ეს მახინჯი გადმონაშთები ისევ ძალაშია! სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენთანაც გადმოიღეს, მაგრამ ახალგაზრდებს ვერ შაეშინებენ. ეს ის თაობაა, რომელიც თავის უფლებებს აუცილებლად დაიცავს.
როგორმე უნდა გაიგონ, რომ მათი დრო წასულია!
აღარ არის მათი დრო და თუ ჩვენც მათ გზას გავყვებით, რუსული გემები და ხომალდები კი არა, ერთ „მშვენიერ“ დღეს, დედაქალაქის ცენტრში, შეიძლება რუსული ტანკებიც ვიხილოთ და ხმის ამომღები არავინ იყოს! ეს ხალხი იმ ნავში ზის, რომელიც თანდათან იძირება.
„მომავალში კრუიზით საქართველოში გაჩერება არ იგეგმება“ – Astoria Grande
ვისაც სურს ამ ნავთან ერთად ჩაიძიროს, იქ დარჩეს, ჩვენ ეს არ გვინდა – ჩვენ სულ სხვა ღირებულებეზე ვართ აღზრდილი. მე, მაგალითად, ამბროსი ხელაიას ღირებულებებზე გავიზარდე, რომელიც მე-20 საუკუნის უდიდესი მოღვაწე იყო და ხსნას ევროპაში ეძებდა. რატომ ვერ უპირისპირდებიან ამბროსი ხელაიას ე.წ. მორწმუნეები – ნუთუ, არ ეშინიათ საკუთარი ფარისევლობისა? ნუთუ, არ რცხვენიათ კირიონ კათალიკოსისა, რომელიც რუსებმა მოკლეს და მერე, თვითმკვლელობა დასწამეს?! ან ილია ჭავჭავაძისა, რომელიც მოკლეს და რომლის ხატები კედლებზე უკიდიათ?!“
ინტერვიუ იხილეთ ვრცლად აქ.