LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც საცობების პრობლემა აწუხებს, კომპანია Elsium-ის ძრავიანი სახლი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

48

ვისაც საცობების პრობლემა აწუხებს, კომპანია Elsium-ის ძრავიანი სახლი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ეს არის 2,5 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი ბორბლებზე, რომელსაც მაქსიმალური კომფორტისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. უფრო მეტიც, ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სახლი ჩვეულებრივ სახლზე ბევრად უფრო ფეშენებელურიც კია. მინივენი მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მას თავზე ვერტმფრენის ადგილი და პატარა ორადგილიანი ვერტმფრენიც კი მოყვება. თავად ავტომობილში დიდი სამზარეულო, რამდენიმე ოთახი და აბაზანაცაა, აბაზანაში კი არც მეტი არც ნაკლები დიდი ჯაკუზია დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ „სახლი“ აღჭურვილია დაცვის უახლესი სისტემით და პატრონის გარეშე მასში შეღწევა შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები