LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისი სია უფრო მაგარია: ივანიშვილის თუ სააკაშვილის – ანუ ვის უფრო კარგი მაჟორიტარები ჰყავს

269
MISHA DA BIZO

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და სულ მეტად საინტერესოა, ვინ უფრო „მაგარ“ კანდიდატებს შესთავაზებს ამომრჩეველს.

ყველა კარგად ხვდება, რომ მთავარი დაპირისპირება “ქართულ ოცნებასა” და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2020-ის 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაირკვევა ვინ უფრო მაგარია, ბიძინა ივანიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილი.

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მაძრაობა – ძალა ერთობაშია“-მ მაჟორიტარები წარუდგინა საზოგადოებას. მთავარი მოულოდნელობა სიაში ნანუკა ჟორჟოლიანის ხილვა გახდა.

საქართველოში როგორც წესი არ ამართლებს ხოლმე ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადანაცვლება და მოგვიანებით ისინი კვლავ ძველ საქმეს უბრუნდებიან. თუმცა ამ შემთხვევაში სიის შემდგენელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი სახით გუნდმა სუპერვარსკვლავი შეიძინა.

დევნის მიუხედავად ოპოზიციამ ძლიერი გუნდის წარდგენა შეძლო, შემოგვიერთდა სუპერვარსკვლავი – სააკაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ კი მაჟორიტარები ჯერ კიდევ ზაფხულში წარმოგვიდგინა.

ორივე მხარე  დარწმუნებულია გამარჯვებაში.  „ფორტუნა“ შეეცადა ექსპერტებთან  გაერკვია, რომელ გუნდს უფრო მაგარი მაჟორიტარები ჰყავს და ვის აქვს გამარჯვების შანსი.

 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ყველა პარტიას თავისი ვარსკვლავი უნათებს გზას. 

ვინ უფრო კარგი და სწორი  არჩევანი გააკეთა, „ქართულმა ოცნებამ“ თუ გაერთიანებულმა ოპოზიციამ?

“ნაციონალების” არჩევანი არასწორი მგონია. მათ სიაში არის ფაქტობრივად ძველი გვარდია, რომელმაც თავი დადებითად არ დაამახსოვრა ამომრჩეველს. ისინი იმ ყველაფერში მონაწილეობდნენ, რის გამოც 2012 წელს ამომრჩეველმა უარი თქვა მათი ხელისუფლებაში ყოფნაზე.

თუმცა მათი მაჟორიტარობის კანდიდატი სუპერვასკვლავი (როგორც სააკაშვილმა თქვა) ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყავთ. ამან რამდენად დადებითად შეიძლება იმოქმედოს ამომრჩეველზე?

ყველას თავისი ვარსკვლავი უნათებს, მაგრამ ძირითადად ძველი სახეები ჰყავთ. ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელევიზიო სახეა. რამდენად მომგებიანია ამ სახეების წინ წამოწევა? ჩემი აზრით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხარვეზია. მათ არ ჰყავთ მომგებიანი სახეები. სია მომგებიანი მხოლოდ მათთვისაა, ვინც ყველაფრის მიუხედავად “ნაციონალებს” უჭერს მხარს, ფანებს რომ ეძახიან. სია მაფიქრებინებს, რომ “ნაციონალები” საკუთარი მხარდამჭერების შენარჩუნებაზე ფიქრობენ და არა ახალი მხარდამჭრერების მოპოვებაზე.

ანუ „ოცნება“ მაჟორიტარების შერჩევაში უგებს „გაერთიანებულ ოპოზიციას“?

ამ პარამეტრებით, რასაც მაჟორიტარების შეჯიბრი ჰქვია, „ოცნება“ გამარჯვებულია.

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ცუდ სიტუაციაში ქართველი ამომრჩეველია.

რამდენიმე დღის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარები წარადგინა და როგორც ამბობენ, ისინი მიხეილ საააკშვილმა შეარჩია. ზაფხულში ჩვენ ვიხილეთ „ოცნების“ მაჟორიტარების სია, დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, მაჟორიტარების შერჩევაში ვინ უფრო მაგარია, ივანიშვილი თუ სააკაშვილი. 

ვინ უფრო მაგარია, ამაზე დასკვნა და შედეგი 31 ოქტომერს დაიდება. მათი შეფასებისას 2 პარამეტრია, რა ტიპის კანდიდატები არიან შერჩეული. ცნობადობას თუ ავიღებთ, მათ კანდიდატებს უფრო მეტი აქვთ ცნობადობა და გამოცდილება. იმიტომ რომ ისინი უფრო ხშირად ჩანან ეკრანებზე და აქტიური პოლიტიკით არიან დაკავებული, განსხვავებით „ქართული ოცნების“ კანდიდატებისგან, რომლებიც დაკომპლექტებულია მედროვეებით. აქტიური პოლიტიკოსები პირველ 2-3 ადამიანს  თუ არ ჩავთვლით, იქ საერთოდ არ არიან.

ამ მხრივ შეიძლება ჩაითვალოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ აქვს უპირატესობა. პრობლემა იმაში გახლავთ, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატობა, უკვე თავის თავში არის გარკვეული კომპრომატობა. მიუხედავად მაღალი ცნობილობისა და გამოცდილებისა, ამ სიისთვის დამახასიათებელია სისტემური ხარვეზი. შესაბამისად, პოლიტიკურ ბრძოლაში შესვლა ძალიან პრობლემატურია. თუ ჩვენ მშრალად ვიმსჯელებთ კანდიდატებზე და შედარებას დავიწყებთ ისე, რომ არ ჩავიხედავთ პარტიულ სტატუსში, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პლუსი პერსონალიების გაგებით, მაგრამ სისტემური ხარვეზის გამო, რა თქმა უნდა, ხელისუფლება წინ არის.

ანუ  შეიძლება ვთქვათ, ივანიშვილმა უფრო სწორი გათვლა გააკეთა?

სწორ გათვლაში არაა საქმე. ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს ვის აირჩევენ. ის ფაქტობრივად ფიქრობს, რომ კენჭს იყრის თვითონ პირადად. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად ვის დააყენებს. ეს ადამიანები არიან ერთგვარი მომსახურე პერსონალები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ წარმომავლობა  პარლამენტში და ღილაკზე თითი უნდა დააჭირონ. აქედან გამომდინარე ეს სიები პერსონალიზირებული არაა. ამ ადამიანებს ის პიროვნებებად არ მიიჩნევს და უბრალოდ ობიექტური აუცილებლობაა, რომ რაღაც რაოდენობა უნდა წარადგინოს, რომლების შემდეგ მის დავალებებს შეასრულებენ და ძალაუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფენ. აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პერსონალების განხილვას საერთოდ აზრი არ აქვს.
თუმცა არც „ნაციონალების“ სიის წარმომადგენლების პერსონალურ განხილვას აქვს აზრი. მიუხედავად იმისა, რომ მათ  უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, მათ ზურგში არის სისტემური ხარვეზი, რაც მათ უკან ექაჩება.

აშკარაა, ქართველ ამომრჩეველს ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს…

ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს კომპრომიტირებული წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და ასევე კომპრომიტირებული აწმყო – მოქმედი ხელისუფლება. ის ეძებს მომავლის არჩევანს სუფთა ფურცლიდან, რომელსაც ვერ ხედავს და ამომრჩევლები იმიტომაც შესაცოდები არიან. მომავლის გზას პოლიტიკური ბაზარი ვერ სთავაზობს. შესაბამისად ის დგება ისევ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის  წინაშე და ყველაზე პრობლემური ესაა მთელ პოლიტიკურ სივრცეში.

 

როგორც ცნობილია, ამ ორი გუნდის გარდა, რომლებსაც გამოკითხვის მიხედვით სხვებზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, სხვა პარტიებსაც აქვთ პრეტენზია, რომ მათი მაჟორიტარები მაგრები არიან და ისინიც დარწმუნებულები არიან გამარჯვებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სრული სია

 

mazda magti 5g