LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვისმინო”- ღვინო, რომლის ეტიკეტიც კლასიკური მუსიკის გამოყენებით დამზადდება

242

3 ივნისს, 20: 00 საათზე სასტუმროში „რუმსი”  ახალი კონცეპტუალური ღვინის ბრენდის “ვისმინოს” პრეზენტაცია გაიმართება.

”მრავალი ისტორიული ფაქტის და სამეცნიერო კვლევის შემდეგ მიღებული ინფორმაციით, ქართული ტრადიციული სიმღერისა და საგალობლების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ღვინის და ვაზის მოვლის პროცესში საქართველოში მუსიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ეს ტრადიცია გახდა ახალი კონცეფიციის საფუძველი , რაც გულისხმობს , რომ  ”ვისმინოს” ეტიკეტების დამზადებისას გამოყენებული იქნება საგანგებო ელექტრონული აპარატურა, რომელიც მუსიკალური ნოტებისგან აკონვერტირებს  აბსტრაქტულ ნახატებს”, – განაცხადეს ღვინის მწარმოებელ კომპანია  GWS-ში.

მათივე ინფორმაციით, ”ვისმინოს”  ეტიკეტი დამზადდება  კლასიკური მუსიკოსების, რახმანინოვის, მოცარტის, ბეჰოვენის და შოპენის მუსიკის გამიყენებით.  მუსიკა,  განსაკუთრებით ფრთხილად, ღვინის „ხასიათის”  მიხედვით ცნობილ ენოლოგებთან ერთად შეირჩა.  მუსიკალური ფონი იქნება კახეთის იმ ვენახებში ფონად ჩართული, სადაც მოდის ვაზი, რომლისგანაც  ღვინო ”ვისმინო” იწურება.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ თავად  მიიღონ მონაწილოება  მუსიკალური ეტიკეტის შექმნის პროცესში .

GWS- ის ახალი ღვინის კონცეფციის შექმნაზე  კომპანიამ „ვინდფორსი”, კომპოზიტორ ნიკოლოზ მაჩაიძესთან ერთად იმუშავა.

ცნობისთვის, GWS დაარსდა 1974 წელს და 2011 წლის ივნისიდან მის ერთადერთ მესაკუთრედ კომპანია „მარუსია ბევერიჯის“  ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g