LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლმა” საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა

shoba tiflisshi

„ვი­სოლმა” სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ვე­ტე­რან­თა ბავ­შვე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად რუსთა­ვე­ლის თე­ატრთან ერ­თად, “შობა ტიფლისში”  საქ­ველ­მოქ­მე­დო ჩვენე­ბას უმას­პინ­ძლა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი შე­ე­ცად­ნენ, ბავშვებისთვის და მო­ზარ­დე­ბის­თვის, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სჭირ­დე­ბათ საზოგადე­ბის  ყუ­რა­დღე­ბა, სა­შობაო ჯადოსნური გა­რე­მო შე­ექ­მნათ.

“მო­ხა­რუ­ლი ვარ, ­სა­ა­ხალ­წლოდ კიდევ ერთხელ ვუ­მას­პინ­ძლოთ სოციალურად დაუცველ, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქონე ბავშვებს და ვე­ტე­რა­ნე­ბის შვი­ლებს, რომელთაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად სჭირდებათ. ეს არის ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მხარდაჭე­რა. „ვისოლი“ რუსთაველის თეატრთან ერთად უკვე მეოთხე წელია საქველმოქმედო საშობაო ჩვენებებს მასპინძლობს, რომ ბავშვებს, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ შესაძლებლობა ეხილათ სპექტაკლი რუსთაველის თეატრში, საშუალება მისცეს ეზიარონ მაღალ კულტურას და სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულად ჯადოსნურ გარემოში შეიგრძნონ“, – გა­ნა­ცხა­და “ვი­სო­ლის” გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვასილ ხო­რა­ვამ.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის “ქვი­შის სა­ა­თის”, “ვორლდ ვი­ჟე­ნის”, “ბერი ან­დრი­ას ფონ­დის”, “კა­რი­ტა­სის”, “სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დის”, “ვე­ტე­რა­ნე­ბის საქ­მე­თა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის” ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის სა­დღე­სას­წა­უ­ლო განწყო­ბის შექ­მნა­ზე სპექ­ტაკლ „შობა ტიფლისში“ მსახიობებმა იზრუნეს. ინსცენირების ავტორები არიან რობერტ სტურუა, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე და ნინო კანტიძე.

სპექტაკლში ძველი თბილისის ამბებია გაცოცხლებული თავისი ხუმრობებით და ოინებით, იმ ვოდევილებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებიც რუსთაველის თეატრის სცენაზე სხვადასხვა დროს სრულდებოდა. ძველი ყარაჩოხელები, კინტოები და ხანუმები – სპექტაკლში იხსენებენ წარსულს და აჩვენებენ დღევანდელობასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g