LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის და როდიდან იქნება ხელმისაწვდომი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში?

123
tamar-gabunia

საქართველო იმ ქვეყნებს შორის იქნება, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციას გაზაფხულიდან დაიწყებენ. როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი, რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში “რეალურ დრო” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, ამ დროისათვის სპეციალისტები ვაქცინაციის დანერგვის გეგმაზე მუშაობენ, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის მისაღებად. პროცესი იანვარში უნდა დასრულდეს.

„ვაქცინის დაგეგმვის გეგმა ქვეყანას აუცილებლად უნდა ქონდეს, სხვაგვარად არ მოხდება ჩვენთვის ვაქცინის გაზიარება და ესაა ერთ-ერთი პირველი პირობა.“ – აცხადებს თმარ გაბუნია.

ეკატერინე ტიკარაძის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისათვის ვაქცინაციისათვის სამი პრეპარატი განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კანდიდატი ვაქცინების რაოდენობა გაიზარდოს. ასევე შესაძლებელია, რომ პირველ ეტაპზე მოქალაქეების ასაცრელად რამდენიმე სხვადასხვა მედიკამენტი დაინერგოს.

„საქართველო პირველ ეტაპზე მიიღებს 1 400 000 დოზას, რაც იქნება განკუთვნილი 700 000 ადამიანისთვის განკუთვნილი. ეს იქნება აპრილისკენ უფრო, მაგრამ მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებიც შესაძლოა უფრო ადრე გახდნენ ვაქცინის მიმღებები და მათ გამოხატეს თანხმობა რომ საკუთარი წილიდან გაგვინაწილონ ვაქცინა. საუბარია დაახლოებით 200 000 ადამიანისთვის განკუთვნილ 400 000 დოზაზე,“-განაცხადა თამარ გაბუნიამ გადაცემაში „რეალურ დრო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g