პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქარელში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქარელის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ზაზა გულიაშვილს.
„ქარელში ჩვენმა კანდიდატმა მაღალი შედეგი აჩვენა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მეორე ტური გაიმართება, რომელშიც რა თქმა უნდა, დამაჯერებლად გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი.
ქარელში მას არ ჰყავს ალტერნატივა. ის არის ღირსეული კანდიდატი და დარწმუნებული ვარ, დიდი მხარდაჭერა ექნება. მინდა, ვთხოვო ჩვენს ამომრჩეველს, მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში. მჯერა, ჩვენი ამომრჩევლის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
ამასთან, პრემიერმა მოსახლეობას მიმართა და მათ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„ვინც მხარს უჭერს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა, უნდა მოვიდეს თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, “ქართული ოცნება” თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს
ამავე თემაზე:
პაპუაშვილი: ჩვენი აქცია ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე ოდესმე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ყოფილა