LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს“ – შოთა არველაძე სომხეთის ნაკრებთან მატჩზე

123
შოთა არველაძე

„დინამო არენაზე“ „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის„ საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

გუშინდელ გამარჯვებას სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორისაა შოთა არველაძეც:

„ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან ორმატჩიანი „პლეი ოფის“ მოგების შემდეგ უეფა-ს „ერთა ლიგის“ B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი საქართველოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g