LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითარება შოვში: „გვიან ღამით მდინარე გუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, საძიებო სამუშაოები დილიდანვე განახლდა“ – რაჭის გუბერნატორი

338
Untitled design (1)

რაჭის გუბერნატორის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკამ მუშაობა დილიდან განაახლა.

პაპუნა მარგველიძის თქმით, გვიან ღამით მდინარე გუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, რის გამოც სამუშაოები დილამდე შეჩერებული იყო:

„როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი მასშტაბის სტიქიების შემდეგ, ეს დამახასიათებელია. ვინაიდან ცუდი ხილვადობა იყო, გვიან ღამით სამუშაოები დილამდე შეჩერდა. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა ვერტმფრენით და დრონებით ხეობის დათვალიერება და მნიშვნელოვან ქვათაცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

შესაბამისად, საძიებო სამუშაოები დილიდანვე განახლდა“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ და აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათგან იდენტიფიცირებულია 20, ცხრა დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

„ვტირი, იქნებ რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და შენს შვილებს აყვარებდი… „თანამემამულის“ ბოლო გვერდზე თითქმის ყოველთვის აქვეყნებდი ხალისიანი ქართველი ბავშვის ფოტოს“ – რას წერენ ზაზა მესხზე

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g