სანტექნიკისა და კერამიკული ფილების პრემიუმ კლასის ბრენდმა VitrA Georgia თბილისში, ლოკაცია შეიცვალა. ბრენდი ბელიაშვილის ქუჩა #142-ში განახლებულ ფილიალში, უკვე არსებულზე 2-ჯერ უფრო დიდი შოურუმით, 830 მ²-ზე განთავსდა.
როგორც „ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, ელენე ნიკოლაიშვილმა განუცხადა, VitrA Georgia მომხმარებელს პალიტრის მიხედვით, სხვადასხვა ზომისა და ფერის ფილების ფართო არჩევანს სთავაზობს. „ვიტრას” შოურუმში წარმოდგენილია სააბაზანო ავეჯის უახლესი კოლექციები, აქსესუარები და სხვა პროდუქცია.
„გარდა იმისა, რომ ბრენდი მომხმარებელს განახლებულ კოლექციებსა და მცირე ზომის კერამიკული ფილების ფართო არჩევანს შესთავაზებს, ჩვენთან შესაძლებელია ასევე სხვადასხვა პროდუქციაზე გარკვეული ფასდაკლებით სარგებლობა. მაგალითად, 31 ივლისის ჩათვლით გვაქვს 20%-იანი ფასდაკლება სანტექნიკასა და კერემიკულ ფილაზე”, – აღნიშნა ელენე ნიკოლაიშვილმა.
რაც შეეხება მთავარ განმასხვავებელ ნიშანს, რაც VitrA Georgia-ს ბაზარზე არსებული სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს, არის ის, რომ „ვიტრა” თვითონ აწარმოებს ბრენდის ნებისმიერ დეტალს. „ჩვენი მთავარი უპირატესობა მდგომარეობას იმაში, რომ ჩვენთან მომხმარებელს მცირე დეტალის შეძენისას, არ უწევს მთლიანი კომპლექტის შეძენა. შესაძლებელია, ნებისმიერი ერთი, მცირე დეტალის შეძენა უპრობლემოდ”, – განმარტა VitrA Georgia-ს მარკეტიგის მენეჯერმა.
ცნობისთვის, თურქული პრემიუმ კლასის ბრენდი VitrA საქართველოში 2012 წლიდანაა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე კომპანია ჩვენს ქვეყანაში 2 ფილიალს ფლობს- ერთი თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა #142-ში მდებარეობს, მეორე კი – ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ.#1 -ში.