LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიწყებთ ქუჩაში სიმღერას ბედნიერებისგან“ – საქართველოსკენ ფრენები უკრაინის 5 ქალაქიდან აღდგება

77
toursits-in-tbilisi-by-alavidze

SkyUp Airlines უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების განახლებას აანონსებს.

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიევიდან, ხარკოვიდან, ლვოვიდან, ოდესადან და ზაპოროჟიედან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს რეისებს. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.

„როგორც იქნა, საქართველო უკრაინელებისთვის გაიხსნა. გეგმა ასეთია: ვიფრინოთ მშობლიური ქალაქიდან, შევხვდეთ თბილისში ან ბათუმში, და უკვე იქ ვიწყებთ, შეშლილი ადამიანებივით ყვირილს „გამარჯობა” და ქუჩაში სიმღერას ბედნიერებისგან”, – აცხადებენ ავიაკომპანიში.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ავიაკომპანიის ფრენების გეგმები ასეთია:

კიევიბათუმიკიევი – 21 მარტიდან SkyUp Airlines კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) მოახდენს ოპერირებას, ხოლო 1-ელი აპრილიდან 2 სიხშირით (ხუთშაბათი და კვირა), ხოლო ზაფხულიდან ფრენები ყოველდღიური გახდება.

ლვოვითბილისილვოვი – SkyUp Airlines ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ოთხშაბათს და შაბათს) შეასრულებს.

ლვოვიბათუმილვოვი – SkyUp Airlines ფრენებს 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ხუთშაბათი და კვირა), ხოლო 1-ელი კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა) მოახდენს.

ოდესათბილისიოდესა – SkyUp Airlines ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (ორშაბათი, პარასკევი) აღადგენს.

ოდესაბათუმიოდესა SkyUp Airlines ფრენებს 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ხუთშაბათი, კვირა), ხოლო 27 მაისიდან კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა) განახორციელებს.

ხარკოვითბილისიხარკოვი – SkyUp Airlines ფრენებს 27 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი) განახორციელებს.

ხარკოვიბათუმიხარკოვი – SkyUp Airlines ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, შაბათი), ხოლო 28 მაისიდან კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევს და შაბათს) შეასრულებს.

ზაპოროჟიებათუმიზაპოროჟიე – SkyUp Airlines ფრენებს 29 მაისიდან კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი, კვირა) განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები