LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიზალიბერალიზაცია იქნება, თუმცა, შესაძლოა, დროში გაიწელოს”

56

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით ევროპასთან აუცილებლად ისარგებლებენ, თუმცა ეს პროცესი, შესაძლოა, დროში გაიწელოს. დოლიმ ამის შესახებ გუშინ „მატროსოვის“ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა.

“ეს არის ევროპული პროცედურა. მინდა ვუთხრა ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს – ვიზალიბერალიზაცია გექნებათ, მაგრამ შეიძლება ეს დროში გაიწელოს. მოგეხსენებათ, ევროპაში დღეს არის ტერორიზმის საკითხი, ბევრი საკითხი, რომელიც ევროპას აწუხებს”, – განაცხადა ჯოზეფ დოლიმ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გააგრძელებს.

“მე გავაგრძელებ მუშაობას “ნაციონალურ მოძრაობასთან,” რომელიც იცავს ამ სამ ადამიანს და იმ ევროპულ მომავალს, რომელიც საქართველოს აქვს”, – განაცხადა დოლიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები