LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას – ეკონომიკის მინისტრი

97
page

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, „ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული.

„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ საკითხთან დაკავშირებით. „ვიზეარი“ არსად არ გადის, „ვიზეარი“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში. 2012 წელს შემოვიდა ჩვენთან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო „ვიზეარის“ არეალი. კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება. კომპანიასთან ახლახან მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ. „ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული, ჩვენი მოქალქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და გვიბრუნდებოდა ისევ საქართველოში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ამ ეტაპისათვის პანიკის საფუძველი არ არის“ - აუქმებს თუ არა Wizz Air საქართველოში ბაზას

ავიაკომპანიას ამ საკითხზე ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაუკეთებია

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიამ თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა, მინისტრი ასე პასუხობს: „ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა. ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, რომ შეამციროს დანახარჯები და აკეთებს სხვადასხვა  გადაჯგუფებას. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ეყოლება მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე თავის ბაზაზე. მთავარია, რომ „ვიზეარი“ არსად არ გადის, ელოდება ჩვენს შეტყობინებას“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g