LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. თეას სახელი და მისი ღვაწლი ჩვენს ასოციაციაში მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს“ – ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1765
1

ასოციაცია „ქალები მომავლისვის“ წევრი თეა ადუაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ქალები მომავლისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას და იზიარებენ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას. 

„არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი არსებობით გარშემო ყველაფერს აკეთილშობილებენ. სწორედ ასეთი იყო ჩვენი გამორჩეული წევრი თეა ადუაშვილი.

მისი პროფესიული გზა და პიროვნული ღირსება ყოველთვის იქნება შთაგონების წყარო სხვა ქალებისთვის. ჩვენთვის პატივი იყო მასთან მეგობრობა და მასთან ერთად მუშაობა.

ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. თეას სახელი და მისი ღვაწლი ჩვენს ასოციაციაში მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g