LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დე… მა, ჩემო იმქვეყნიურო ელჩებო, დღეს თქვენკენ ერთი სასწაული გოგო მოდის… დე, გულში ჩაიკარი, აქ მოხუცი დედა დარჩა, ახლა ისიც შენსავით შვილმკვდარია“ – თეა ადუაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან

1336
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

ასოციაცია „ქალები მომავლისვის“ წევრს თეა ადუაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან.

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

„უდიდესი ტკივილით გაცნობებთ, რომ ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის შემდეგ დედაჩემი გარდაიცვალა“ – თეა ადუაშვილის შვილი, მარიამ ჩოქური სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს

„დე… მა, ჩემო იმქვეყნიურო ელჩებო,
დღეს თქვენსკენ ერთი სასწაული გოგო მოდის – თბილი, ლამაზი
გამორჩეულად სიცოცხლეზე შეყვარებული
თვალებბრიალა და სამაგალითო.
დე, გულში ჩაიკარი. მოეფერე შიში არ იგრძნოს. მე რომ უსაშველოდ გამიჭირდა და ფეხები შეიწმინდეს მაძუნგალებმა,
ამ გოგომ, მაშინ სრულიად უცნობმა, ერთ სატელეფონო ზარით შეცვალა ჩემი მაშინდელი მდგომარეობა.
როცა საძაგელი დიაგნოზი დაუსვეს .. იმ წამიდან ერთი დღე არ გაჩერებულა.
მოგზაურობას მოგზაურობაზე აწყობდა თუ ქვეყნის შიგნით თუ
ქვეყნის გარეთ. ყველგან დავყავდი , ყველგან მეპატიჟებოდა…
თავი უხერხულად რომ არ მეგრძნო, მასტერკლასებს მიკვეთავდა.
მივლიდა დე, თავად საზრუნავი სხვაზე ზრუნავდა.
ალბათ ასეთები მისიით იბადებიან.
მოეფერე დე ..
აქ მოხუცი დედა დარჩა, ახლა ისიც შენსავით შვილმკვდარია. შენ იცი ეს რა სიმწარეა. დე კარი გაუღე
მხარზე ბევრი ანგელოზი აზის, მაგრამ შენც უმასპინძლე …
ძვირფასო თეა, შენ ჩემს გულში ხარ ატმისფერო“ – წერს ანა მიქაძე ჩიკვაიძე სოციალურრ ქსელში.

ცნობისთვის, ასოციაცია „ქალები მომავლისვის“ წევრი თეა ადუაშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ებრძვოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g