LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად: შარლ მიშელი

73
ღარიბაშვილი - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმიანება და წერს, რომ „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი და ისინი კისრულობენ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წასწიონ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“.

„ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად მჭიდროდ ვიმუშავებთ“ – პრემიერი შარლ მიშელს შეხვდა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია.

გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი.

ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“, – აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g