LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პოზნერი არის აშშ-ს მოქალაქე და არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ: ირაკლი ღარიბაშვილი

66
ირაკლი ღარიბაშვილი

“ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ”,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, პოზნერი ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ს პასპორტით და ეს მისი მორიგი ვიზიტი იყო.

ღარიბაშვილის განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტით “დესტრუქციულმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ისარგებლა, რადგან ისინი ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობას, ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას და საერთაშორისო იმიჯის შელახვას ცდილობენ.

ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით, ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს, ჰქონდათ ე.წ. კოვიდ პასპორტები, ასევე უარყოფითი PCR ტესტის პასუხი. შესაბამისად ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. 

რაც შეეხება შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს რა თქვა უნდა მიუღებელია და დარღვევაა, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. დაჯარიმდა, როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი.

ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითიც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ “ნაციონალურმა მოძრაობამ”. როგორც მათ სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს.

ნაციონალური მოძრაობის კერძოდ სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტების შემოსვლას. მით უმეტეს ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული სექტორისთვის, ზოგადად ეკონომიკის აღორძინებისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის. ყოვლად დაუშვებელი იყო ნაციონალური მოძრაობის და მათი ლიდერის პროტესტის ეს ფორმა, რაც სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა აბოსლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. სახელმწიფო უწყებები კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

შსს არ აკონკრეტებს დააჯარიმეს თუ არა ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის

სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე: აჭარა ჯგუფი

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო “აირზენას” ჩარტერული რეისით დატოვეს.

კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან: გიგა მაქარაშვილი

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

შსს: ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აშშ-ს მოქალაქე ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია

აქციაზე დაპირისპირებაა – აქტივისტები სასტუმროში, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება შესვლას ცდილობენ

პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის კორდონის დახმარებით ტერიტორიიდან გაიყვანეს

შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი”, სადაც ვლადიმერ პოზნერი ვახშმობდა 10 000 ლარით დააჯარიმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g