LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინის განცხადებით ყაზახეთში „მაიდანის” ტექნოლოგიები გამოიყენებოდა

90
epa06798065 Russian President Vladimir Putin attends a press conference following the 18th Shanghai Cooperation Organization (SCO) Summit in Qingdao city, Shandong province, China, 10 June 2018. The 18th Shanghai Cooperation Organization Summit is held in Qingdao from 09 to 10 June 2018.  EPA/SERGEI CHIRIKOV

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყაზახეთში არეულობების დროს „მაიდანის” ტექნოლოგიები, მათ შორის საინფორმაციო მხარდაჭერა, გამოიყენებოდა.

„აქტიურად გამოიყენებოდა „მაიდანის” ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი პროტესტის ძალისმიერი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები. გამოიყენეს კარგად ორგანიზებული და კარგად კონტროლირებადი „ბოევიკების” ჯგუფები, რის შესახებაც პრეზიდენტმა თოყაევმა ახლახანს განაცხადა, მათ შორის, როგორც ჩანს, ისინი, ვინც წვრთნები საზღვარგარეთ არსებულ ტერორისტულ ბანაკებში გაიარეს,“ – აღნიშნა პუტინმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საგანგებო სხდომაზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა და აგრესიაზე სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო. მისი თქმით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ მაქსიმალურად ოპერატიულად მოახერხა საჭირო ზომების მიღება.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში განვითარებული მოვლენები ორგანიზაციის ყველა წევრს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები