LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინმა ლავროვის განცხადების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა

240
thumbs_b_c_e9f2462f3a8715365572f616f6e2a9eb

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის ამბობს, „მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია. ფაქტი არ უარყოფს ნაცისტურ ელემენტებს უკრაინაში. მე მჯერა, რომ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ზოგიერთი ყველაზე ცუდი ანტისემიტი ებრაელია“, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნაფთალი ბენეთს ბოდიში მოუხადა.

ლავროვის კომენტარის შემდეგ, ისრაელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას გეგმავს

„პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარის გამო და მადლობა გადაუხადა მას დამოკიდებულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი“, – ნათქვამია ბენეტის ოფისში ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციამ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან საუბრის საკუთარი სატელეფონო ვერსია გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

ლაპიდი ლავროვზე: ეს უპატიებელი კომენტარი და საშინელი ისტორიული შეცდომაა, ბოდიშს ველით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g