რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს წინაშე საკუთარი მუსიკალური უნარები გამოავლინა. ვიდრე პეკინში ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებას ელოდებოდა, მან შავი როიალი შენიშნა და თავი ვერ შეიკავა, ძველი რუსული მელოდები არ დაეკრა. „სიენენი“ „სპუტნიკზე“ დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა ორი სიმღერა „მოსკოვის ფანჯრები“ და „ქალაქი მდინარე ნევაზე“ შეასრულა.
შესრულება, თითქოს, სპონტანური იყო, თუმცა ადვილად მისახვედრია, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი – იქვე მზად აღმოჩნდა ოპერატორი, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ შესრულებული მელოდიები გადაეღო და ჩანაწერი რამდენიმე წუთში გაუშვეს რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა.
Vladimir #Putin plays grand piano at Chinese leader’s residence https://t.co/JGcA19PcQA pic.twitter.com/1RNbsFwvwU
— Sputnik (@SputnikInt) May 14, 2017