ქალაქ ვლადივასკოტში ათასამდე მოქალაქე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორები ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები არიან, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტისადმი უარყოფითად განწყობილი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. ისინი მაღალ გადასახებს, დაბალ ხელფასს და სოციალურ პირობებს აპროტესტებენ.
ანტისამთავრობო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.
დემონსტრანტები რუსეთის ხელისუფლებას კორუფციასა და საკუთარი ხალხის ძარცვაში ადანაშაულებენ.
აქციის ორგანიზატორებმა საპროტესტო დემონსტრაცია 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს გამიზნულად დაამთხვიეს.