LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვმუშაობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად გახდეს შესაძლებელი… მოვუწოდებთ რუსეთს, უკრაინის დეპორტირებული მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან ან ბელარუსთან…“ – უკრაინის საგარეო უწყება 

105
უკრაინის საგარეო უწყება

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე – უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება“,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

შსს: „მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას“

სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შესახებ საუბრისას მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებენ.

უწყების ინფორმაციით, წინა თვის განმავლობაში „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან უკრაინის 44 მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება მოახერხეს და ახლა მუშაობენ, რომ „დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს”.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე:

„რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე, საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ჰუმანიტარული სიტუაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი კონტროლის ქვეშაა.

6-დან 7 აგვისტოს ღამეს, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩავიდა, სადაც ის შეხვდა ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად იმყოფებიან.

დიპლომატმა აცნობა მათ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად გატარებული ღონისძიებების შესახებ.

7 აგვისტოს, სამ მოქალაქეს გაეწია სამედიცინო დახმარება და შედგა შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლები. ქართულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ.

8 აგვისტოს, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენს დიპლომატებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, საქართველოში უკრაინის საელჩოს აცნობა ჩვენი თანამემამულეების შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 5 აგვისტოს გამოცხადდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ მისიას რუსული მხარის მიერ ხელოვნურად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად გაწეული ძალისხმევისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოების ჩართულობით, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე.

უკრაინული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სატრანზიტო გზის განბლოკვა და მოგვარდეს ყველა ლოგისტიკური და ორგანიზაციული დაბრკოლება. შეგახსენებთ, რომ წინა თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტიდან 44 უკრაინის მოქალაქის გამგზავრების ორგანიზება. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების ტრანზიტი რაც შეიძლება სწრაფად შესაძლებელი გახდეს.

ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ განაახლებს თავის მოწოდებას რუსეთის მხარისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გააჟღერა, დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ გაგზავნონ უკრაინის საზღვარზე რუსეთის ფედერაციასთან ან ბელარუსთან. უკრაინა მზადაა მათ დასახვედრად”,- აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g