„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება“,- აღნიშნული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
მისი განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულეძესთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა, სადაც მოკავშირეებმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროების შესახებ ისაუბრეს.
„გუშინ შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს. ის ასევე მონაწილეობდა გუშინდელი საღამოს შეხვედრაზე. პარტნიორებმა და პირადად მე ხაზი გავუსვით იმ მოკავშირეების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საჭიროებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან. რა თქმა უნდა, საქართველო მათ შორისაა, რადგან საქართველომ მოსკოვის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის შედეგები 2008 წელს უკვე განიცადა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვმუშაობთ, თუ როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა იყო. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ნატოს სამიტზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ველოდები, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, ისინი ჩვენი ღია კარის პოლიტიკას დაადასტურებენ და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.