LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს. რა ძალა მომაწერინებს ხელს საპროცესო შეთანხმებას?! უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს…“ – ლიკა შენგელია სალომე გოგიაშვილს მიმართავს

1661
2025-08-11_12-12-24_737819-scaled

ლიკა შენგელია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ სალომე გოგიაშვილისთვის მხოლოდ და მხოლოდ ციხეს მოითხოვს.

„ახლა ჩემი Coming soon-ის დროა. დაელოდე, მზია, ასეთი ნიუსიც დაიდება შენზე. ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს. რა ძალა მომაწერინებს ხელს საპროცესო შეთანხმებას?! უმკაცრესი ზომით აგებ პასუხს, ჩემი ხუთი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ! მხოლოდ ციხე!“ – წერს ლიკა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ სალომე გოგიაშვილსა და ლიკა შენგელიას შორის დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება და ეს კონფლიქტი სალომეს მეუღლეს, ვახო ნიკოლაიშვილს უკავშირდება.

რას წერს სალომე გოგიაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ ლიკა შენგელია და რას ამბობს სალომე გოგიაშვილი?

ლიკა შენგელია სამართალდამცავი უწყებებისგან უკვე დიდი ხანია, ითხოვს შესაბამის რეაგირებას. ის ამბობს, რომ სალომე გოგიაშვილის მას ფიზიკურად გაუსწორდა და მისთვის სასჯელს კატეგორიულად მოითხოვს.

„სანამ მართლა არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, მანამდე ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება! გააკეთეთ სასწრაფო რეაგირება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის, გოგიაშვილის მიმართ…“ – ყოფილი მოდელი, ლიკა შენგელია პროკურატურას მიმართავს

თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა მისი ქმრის ღალატის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ჩაქუჩით ცემის ბრალდება ლიკა შენგელიას მხრიდან ცილისწამებაა.

„გადავწყვიტე, რომ ეს ცილისწამება თავიდან ავირიდო და მივმართო სასამართლოს…“ – სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში ადანაშაულებს, რა მოხდა და რას ამბობენ ყოფილი მეგობრები

შეგახსენებთ, რომ სალომე გოგიაშვილი და ვახო ნიკოლაიშვილი სწორედ მას შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ლიკა შენგელიასთან დაკავშირებული ამბავი გასაჯაროვდა. ლიკა შენგელიამ თავად დადო სტატუსი, სადაც საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ გაუსწორდა ფიზიკურად მას სალომე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g