LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ელექტრონულ Golf–ს დაემშვიდობა. ავტომობილს 7 წლის განმავლობაში უშვებდნენ

49
golf201225

კომპანია Volkswagen ელექტროქარ e-Golf–ს დაემშვიდობა. ელემენტიანი ჰეტჩბეკის ბოლო ეგზემპლარი, 50 401–ე მოდელი დრეზდენის ქარხანაში საზეიმოდ გამოფინეს.

Volkswagen e-Golf ბაზარზე 7 წლის განმავლობაში გამოდიოდა. ის 2014 წელს წარადგინეს, ჯერ ფოლფსბურგის ქარხანაში, შემდეგ კი დრეზდენში აწარმოებდნენ. საერთო ჯამში ორ ქარხანაში ელექტროქარის 145 561 ეგზემპლარი გამოუშვეს.

მოდელი 2016 წელს განახლდა და 136 ძალის ელექტროძრავით აღიჭურვა, აგრეგატს 100 კილომეტრამდე გახურება 9,6 წამში შეეძლო. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ.სთ იყო, ხოლო ელემენტი კი ჰეტჩბეკს 200 კილომეტრიანი სვლის მარაგით უზრუნველყოფდა.

e-Golf–თან დამშვიდობების შემდეგ კონვეიერი ცარიელი დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილად არ იქნება და უახლოეს მომავალში ჰეტჩბეკი ID.3–ის წარმოება დაიწყება. ელექტრონული „გოლფის“ შთამომავალზე მუშაობა 2021 წლის იანვრიდან იგეგმება და მოდელს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g