LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსეთი ბელარუსში რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით, ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, არ ვიცი, ამჯერად საით, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს“

147
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში „რაღაცას ამზადებს“ და სამხედრო წვრთნებს საბაბად იყენებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„შეხედეთ ბელარუსს – ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნებით საბაბით. ჩვეულებრივ, სწორედ ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, მაგრამ ამჯერად საით, არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაგვიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველა ინსტიტუცია ღიაა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა თებერვალში განაცხადა, რომ 2025 წელს ბელარუსის მიმართულების გასაძლიერებლად რუსეთი 15 დივიზიის მომზადებას გეგმას, რომელთა რაოდენობა 100-150 ათას სამხედროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g