LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა

100
ვოლოდიმირ ზელენსკი

პრორუსული ძალების მიერ სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგის საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის დასაფიქსირებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკას დასახლებაში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს – მძიმე არტილერიის გამოყენების შედეგად, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g