ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც განცხადებას სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს და უკრაინა-აშშ-ის თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვამს:
„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას
მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები.
მე ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას გლობალური საკითხის – „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ – მიდგომისადმი. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია სამართლიანი მშვიდობის მოტანა უკრაინაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად განვახორციელებთ მას.
სალომე ზურაბიშვილი ტრამპს – „თქვენს არჩევას გილოცავთ! ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და დაიცვას ჩვენი თავისუფლება“
მისალოც პოსტს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს.
მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინის მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში.
ჩვენ დაინტერესებული ვართ განვავითაროთ ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ორივე ერს.
უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, მოწოდებულია უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით.
მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს და განვიხილო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები შეერთებულ შტატებთან“. – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
Congratulations to @realDonaldTrump on his impressive election victory!
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 6, 2024
I recall our great meeting with President Trump back in September, when we discussed in detail the Ukraine-U.S. strategic partnership, the Victory Plan, and ways to put an end to Russian aggression against…