LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის 4 მოადგილე თანამდებობებიდან გადააყენა

244
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა ვლადიმირ კონდრატიუკმა, ხოლო მოადგილის თანამდებობები – ალექსანდრ ნაბოკმა, ოლეგ სახონმა და ნიკოლაი მიკოლენკომ.

კონდრატიუკის შემცვლელს, ზელენსკის გადაწყვეტილებით, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილე ვადიმ გლადკოვი იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ალექსანდრ ბელორუსი და ალექსეი ოსიპენკო დაიკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები