LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo მილიონამდე ავტომობილს უკან გამოიწვევს. მიზეზი გაუმართავი უსაფრთხოების ბალიშებია

57
volvonews

კომპანია „ვოლვომ“ დააანონსა მასშტაბური უკან გამოწვევის კამპანია, რომელიც 2000–2009 წლებში გამოსულ 460 769 მოდელს შეეხება. პრობლემა უსაფრთხოების ბალიშებში და სედანებში S60-სა და S80–შია. სპეციალისტთა შეფასებით, უსაფრთხოების ბალიშები მოულოდნელად აქტიურდება, რამაც შესაძლოა მძღოლისა თუ მგზავრის სერიოზულად ტრავმირება გამოიწვიოს.

2000– დან 2009 წლამდე პერიოდში „ვოლვოს“ უსაფრთხოების ბალიშებით ძირითადად ორი კომპანია ამარაგებდა, შვედური AutoLiv და გერმანული ZF. არსებული დეფექტის შესახებ კი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ მექანიზმი უბრალოდ მწყობრიდან გამოდის.

„ვოლვოს“ წარმომადგენლის განცხადებით, სამწუხაროდ ერთი უბედური შემთხვევა უკვე დაფიქსირდა და შედეგი ლეტალური იყო.

უკან გამოწვევის კამპანია 2021 წლის ნოემბერში დაიწყება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 460 769 მოდელს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g