LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვოლვო ქარსი”, მოთხილამურე ბუთა ელოშვილი და “ვაით რებითს პარკი” უსაფრთხოების იდეის ირგვლივ ერთიანდებიან

227
სგგ (1)

უსაფრთხოების წესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სპორტის ნებისმიერ სახეობაში, მით უფრო – ექსტრემალურ სპორტში. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ „ვოლვო ქარ საქართველო“, გუდაურის „ვაით რებითს პარკი“ და მსოფლიო დონის ფრისტაილ მოთხილამურე ბუთა ელოშვილი. სამივე მათგანს აერთიანებს თავისუფლების სიყვარული და უსაფრთხოება – ეს არის მთავარი გზავნილი სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის, რომელთა ყურადღება ახლა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვაით რებითს პარკში“ განთავსებულია ჩვენი  ქალაქის SUV XC40, რომელსაც უსაფრთხოების მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდის მთავარი ღირებულებაა უსაფრთხოება არა მხოლოდ მანქანაში, არამედ მის მიღმა, ჩვენთვის ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებსაც ციფრულ მედიაში განვათავსებთ. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ყოველთვის ცდილობს, მხარში დაუდგეს ახალგაზრდებს, იქნება ეს  სპორტსმენი, მუსიკოსი თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენელი“.

„ვაით რებითსის“, „ვოლვო ქარსისა“ და ბუთა ელოშვილის თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიებიც – მოყვარული მოთხილამურეები  სასარგებლო რჩევებს მიიღებენ. შესაბამისი კონტენტი სოციალურ ქსელში განთავსდება.

ელენე საბიაშვილი,  „ვაით რებითსის“  მარკეტინგის მენეჯერი:გადავწყვიტეთ, იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ზამთრის სპორტის სახეობები იზიდავს და უყვარს სრიალი, სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რაც სრიალის დროს უნდა გაითვალისწინონ. უფრო ზუსტად, ციფრულ მედიაში ვუშვებთ ცალკე კამპანიას, ვამზადებთ ფოტო და ვიდეოკონტენტს, რომელშიც მოცემული იქნება რჩევები საჭირო აღჭურვილობაზე, ასევე, მაგალითად, როგორ უნდა გააკეთონ კონკრეტული ილეთი. ვფიქრობთ, დამწყები მოთხილამურეების დახმარებასაც შევძლებთ“.

უსაფრთხოების ფასი კარგად იცის ფრისტაილ მოთხილამურე ბუთა ელოშვილმა. ამბობს, რომ კერძო ბიზნესის მხარდაჭერას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და სპორტული აქტივობებისას ფუნდამენტური წესების დაცვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველად ასპარეზობს და ბუთა წელს მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენს. ქართველი სპორტსმენი Slopestyle და Big Air დისციპლინებში მონაწილეობს.

ბუთა ელოშვილი, ფრისტაილ მოთხილამურე: „ვაით რებითსთან“ და „ვოლვოსთან“ თანამშრომლობა ხელს შემიწყობს, განვვითარდე, როგორც სპორტსმენი. ასევე შესაძლებლობა მაქვს, პოპულარიზაცია გავუწიო ფრისტაილს, რომელიც ტექნიკურ, საჰაერო-აკრობატულ დისციპლინებს აერთიანებს. ჩვენი მთავარი გზავნილია უსაფრთხოების წესების დაცვა ექსტრემალურ სპორტში, განსაკუთრებით კი ჩემს მიმართულებაში, რადგან ტრავმული სპორტია და ამის გამო ხშირად გვიწევს ხოლმე პაუზის აღება. შესაბამისად, უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.

„ვაით რებითსის“, „ვოლვო ქარ საქართველოს“ და ბუთა ელოშვილის თანამშრომლობის ფარგლებში, გუდაურის „ვაით რებითსის“ პარკში  მუსიკალური საღამოებიც დაიგეგმა. სამთო-სათხილამურო კურორტზე ჰიპ-ჰოპ ღონისძიება და სპორტული შეჯიბრება 25 თებერვალს უკვე გაიმართა. 25 მარტს კი გუდაურის სტუმრებისათვის ქართული ბენდი, „ქვემეხი“ იმღერებს.

(R)

magti 5g