შვედური ავტომწარმოებელი Volvo თავისი ახალი კომპაქტური ქროსოვერის, პრემიუმ კლასის ХС40-ის პრეზენტაციას ახალი ექსკლუზიური ბუტიკის გახსნაზე გამართავს. სკანდინავიური დიზაინის ბუტიკში კიდევ 40 წამყვანი ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ბუტიკის სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ სამოსი, აქსესუარები, გაჯეტები და სკანდინავიური ფირმების ტექნოლოგიური სიახლეები.
Volvo-ს ავტომობილის შეძენა სხვა ექსპონატებთან ერთად პირდაპირ ადგილზეა შესაძლებელი.
მაღაზია 80 Hours Milan c/o Volvo Cars-ის ოფიციალური გახსნა 21 სექტემბერს შედგება.