ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous უკვე ერთი კვირაა, რაც მთლიანად ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა.
„ონლაინ მაღაზია www.voulez-vous.ge უკვე 2 წელზე მეტია რაც გვაქვს, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო ახლა უფრო აქტუალური გახდა. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩვენს პარტნიორ სხვადასხვა ბრენდებთან და ყოველდღიურად ხდება ბაზის განახლება“, – აცხადებენ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში.
მათივე ინფორმაციით, გარდა ონლაინ მაღაზიისა, ძალიან აქტიურია კომპანია საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე -„voulez-vous- ვულევუ“.
„თუ კლიენტს უნდა რაიმე ისეთი პროდუქტის შეძენა, რაც არ დევს ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, აუცილებლად მოგვწეროს ფეისბუქზე, ან დაგვიკავშირდეს მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და დავეხმარებით შეძენაში. ამ დროისათვის მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი : +995 595 032 600 და განსაკუთრებული კითხვებისთვის მოცემულია ჩვენი კონსულტანტის ნომერი +995 577 793 646, რომელიც დაგეხმარებათ შენაძენის გაკეთებაში“, – აცხადებენ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში „ვულე-ვუს“ ონლაინ მაღაზიას დაემატება კონსულტაციის სერვისიც, რომლის მეშვეობითაც, კომპანიის სახის მოვლისა და მაკიაჟის წამყვანი სპეციალისტები ონლაინ კონსულტაციას გაუწევენ მათ, ვინც სახის მოვლის და დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტების შეძენას დააპირებს.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, „ვულე-ვუში“ ჯერ ჯერობით ფასები უცვლელი რჩება.
“ვულე ვუ” პროდუქციის მოიტანის სერვისს უზრუნველყოფს კომპანია DHL-ის საშუალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით https://www.voulez-vous.ge/page/custemer_service