LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვტირი ჩემს ლაშას. უკეთილშობილესი ბიჭი იყო, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დახმარება დასჭირვებოდა და არ დახმარებოდა… არ ვიცი, როგორ გავუძლოთ. უდანაშაულო, სიცოცხლით სავსე მოგვიკლეს“ – მეტროში მოკლული ბიჭის ნათესავი

4929
ლაშა ამირეზაშვილი

„ვაი, მის დედას, ვაი, მის მამას, ჩვენს დღეს, ეს რამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს! ღმერთი ხომ არის მოწმე, რომ არავისთვის არაფერი დაუშავებია!“ – ამბობს მედიასთან გუშინ, მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტში“ მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის ბიძაშვილი – ნათია ქამხაძე და გარდაცვლილ ახალგაზრდას იხსენებს.

მისი თქმით, დაღუპული ბიჭი თბილისში პერიოდულად სამუშაოდ ჩადიოდა, ოჯახთან ერთად კი კასპში ცხოვრობდა. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა უცხო ადამიანს სასიკვდილოდ გაემეტებინა:

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

„ლაშა ჩემი მამიდაშვილია, შოკში ვარ, არ ვიცი, რა ვთქვა. რატომ გაიმეტა ჩემი ლაშა?! გუშინ, ეს კადრები რომ გავრცელდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ლაშა იქნებოდა. კადრებშიც კარგად ჩანს, თავისთვის იდგა და უცებ ჰკრა ხელი.

ადამიანი არ არსებობს, ლაშა რომ არ ჰყვარებოდა. არავის არაფერს დაუშავებდა. ადრე თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბოლო წლებია, სოფელში გადავიდნენ, რადგან ლაშას მამას იქ ჰქონდა სამსახური.

ვაი, მის დედას, ვაი, მის მამას, ჩვენს დღეს, ეს რამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს! ღმერთი ხომ არის მოწმე, რომ არავისთვის არაფერი დაუშავებია!

„ეს რას შევესწარი ღმერთო ჩემო.. უცხო ადამიანს ხელი ჰკრა ვიღაცამ და მატარებლის ქვეშ ჩააგდო“ – თვითმხილველის თქმით, მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ერთმა კაცმა მეორეს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო

მოქალაქე დაჩი დიდიძე, რომელიც ინციდენტს შეესწრო, შემთხვევის ადგილიდან ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე გაქცევისას დააკავეს.

15 წელია, ემიგრაციაში ვარ, ამ ზაფხულს ვიყავი ჩასული სოფელში და მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ, ჩემი საყვარელი მამიდაშვილია. ვტირი ჩემს ლაშას. უკეთილშობილესი ბიჭი იყო, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დახმარება დასჭირვებოდა და არ დახმარებოდა. მას ერთი და ჰყავს.

უსაყვარლესი, უთბილესი ოჯახია, მთლიანად ჩემი ოჯახი – ყველანი კარგები არიან. არავის არაფერს ვუშავებთ და რატომ ხდება ამხელა ტრაგედიები ჩვენს ოჯახში, როგორ გავუძლოთ ამას?!

მარტო იყო, კადრებშიც ჩანს, თავისთვის იდგა და ხელი ჰკრა, ზურგით გადავარდა, ის მატარებელიც ისე ახლოს იყო უკვე, მემანქანეც ვერაფერს იზამდა.

რატომ გაგვანადგურა იმ დამნაშავემ, ვინ არის, რას ერჩოდა, რატომ მოგვიკლა? ჩემს ხელში გაიზარდა ლაშა, მისი დაბადებაც კი მახსოვს, როგორი ლამაზი იყო, რამდენჯერ დამიძინებია.

რა მძიმეა ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის. მოკლა ოჯახი. რა მწარეა ამ კადრების ნახვა… ვაიმე, ჩემო ლაშა, საშინელება ხდება და არ ვიცი, როგორ გავუძლოთ. უდანაშაულო, სიცოცხლით სავსე ლაშა მოგვიკლეს.“ – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ლაშა ამირეზაშვილის ბიძაშვილი – ნათია ქამხაძე.

ვრცლად წაიკითხავთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g