აზოვის მებრძოლების ცნობით, 4 წლის ალისა აზოვსტალიდან ევაკუაციის დროს დედას დააშორეს.
ზაპოროჟიეში მხოლოდ ალისა ჩავიდა, დედის ადგილსამყოფელი კი უცნობია.
როგორც აზოვის პოლკი იუწყება, ალისას დედა სამხედრო ექიმია.
მათივე ცნობით, ის ე.წ. ფილტრაციის ბანაკში დატოვეს თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე
“ვთხოვთ მსოფლიო საზოგადოებას ჩაერთოს და დედა შვილს დაუბრუნოს” – წერს აზოვი.