LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას: გიორგი ნემსაძე

51
Untitled design (6)

ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო და ეს არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას.

გიორგი ნემსაძის თქმით, ის რჩება „ქართული ოცნების“ რიგით წევრად.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!

მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო“, – ერს გიორგი ნემსაძე.

 

მინდა საზოგადეობას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.

გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი…

Posted by გიორგი ნემსაძე / Giorgi Nemsadze on Friday, November 25, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები