Vueling მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება. ესპანური ავიაკომპანიის ბორტგამცილებლებმა და პილოტებმა გადაწყვიტეს, რომ 21 ივლისს არც ერთი ფრენა არ შეასრულონ და 24 საათიანი აქცია მოაწყონ. დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ასევე, მათ ხელფასებით 30%-ით გაზრდაც სურთ.
აღსანიშნავია, რომ Vueling ესპანეთში ყველაზე მოთხოვნადი ავიაკომპანიაა და მას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იყენებს. გაფიცვა კი ბუნებრივია, დიდ დისკომფორტსა და არეულობას გამოიწვევს.