აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიკა ტალახაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
უნივერსიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგიური ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტის, ლიკა ტალახაძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, კურსელებსა და მეგობრებს!“ – აღნიშნულია წერილში.
ცნობისთვის, ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა.
