“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისი შვილის ცხედარი “გაიტაცეს”.
თინათინ კახიძის თქმით, ადგილზე მყოფი პოლიციელები მას შვილის გარდაცვალების ვერსიებს აცნობდნენ და ერთ-ერთ ვარიანტად მოწამვლის ვერსია უთხრეს. “ტვ პირველთან” საუბრისას ლაშქარავას დედა იხსენებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი მის დარწმუნებას სწორედ მოწამვლის ვერსიაში ცდილობდა.
“ქალბატონო, ასე ნაზად…ჩვენ რომ გავარკვიოთ, იქნებ მოწამლეს, როგორ? ვუთხარი ჩემს შვილს, დაჩეჩქვილს, ამისთანა ვის შეეძლო გაეკეთებინა-თქო, როგორ-მეთქი? ახლაც, ვერ წარმომიდგენია, რომ მკვდარია”- აცხადებს “ტვ პირველთან” გარდაცვლილის დედა.
ამასთან, თინათინ კახიძე ამბობს, რომ მის შვილს 10 ივლისს სხვა ტანსაცმელი ეცვა.
“40 გრადუსი სიცხე იყო, ვის აცვია ასეთი? ამას შეკითხვაც უნდა? ეჭვიც არ მეპარება, რომ სხვა დღისაა, რომ მოვიდა ისევ ის მაისური ეცვა, ხაკისფერი, მე გავხადე. სახლში რომ მოვიდა და მერე გავიდა, არ გამოუცვლია” – ამბობს თინათინ კახიძე.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული მორიგ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თვალი ედევნებინათ სამი ტელევიზიის,”მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” ერთობლივ საგანგებო სატელევიზიო ეთერისთვის.
ჟურნალისტები ხვალ, 12 საათიდან საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. პარლამენტში ხვალ, 18 ივლისს 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენაა დაგეგმილი.
ამავე თემაზე:
“გაჩვენებთ რა შეგვიძლია“ – მედიის წარმომადგენლები ხვალ ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან
ვატო წერეთელი: ამდენი პროტესტია, სად არის ქალაქის მერი, არ უტყდება? არ რცხვენია?
ჩიჩუა: ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, იფიქრეთ შვილებზე, რომ სადმე ბნელ კუთხეში არ ჩაქოლონ
