LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუთხარით ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი: ვახუშტი მენაბდე

72
242

„საიას“ სახელით მე ელჩებსა და სპეციალურ წარმომადგენელს ვესაუბრე იმ პრობლემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოში არსებობს. ეს არის პოლარიზაცია და ის გზები, როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლარიზაცია”,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საჭიროა უფრო მყარი ნაბიჯებისა და ქმედებების განხორციელება.

„ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ ვუთხარით ის, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გჭირდება უფრო მყარი და წინ გახედული ქმედებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისგან და პრობლემებისგან, რომელიც დღეს არის – ეს არის ინსტიტუციური რეფორმები უფრო კონსენსუსზე ორიენტირებული სისტემის დასაფუძნებლად“,- განაცხადა მენაბდემ.

მისი განმარტებით, ეს არის ოპოზიციის როლის გაზრდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნაში, ასევე საარჩევნო სისტემა და თვითმმართველობის რეფორმა.

„ამ ყველაფერმა ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში არსებული კრიზისული პოლიტიკური სისტემა, რომელიც იწვევს განუწყვეტელ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დასრულდეს და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ოპოზიციამ და მთავრობამ ისე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ მოუსავლეთში“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები