ბათუმში „საქართველოს ევროპული გზა” „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, აქცია გაიმართა.
შესვენებაზე, ევროპელ სტუმრებს მარიამ გეგუჩაძემ ინგლისურად მიმართა და სიტუაციის ვითარება აუხსნა.
“ძალიან ვწუხვართ, რომ ლანჩის დროს გაწუხებთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რადგან მოახლოების საშუალება არ გვაქვს.
ჩვენ მშვიდობიანი დემონსტრანტები ვართ და ეს აქციების 21-ე დღეა. როგორც იცით, 20 ივნისს, პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი აქცია, ყოველგვარი ლეგიტიმური მიზეზის გარეშე. ახლა ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, მაგრამ ის არა მხოლოდ უარს იძახის ამ მოთხოვნის შესრულებაზე, არამედ უამრავ ტყუილს ამბობს.
სავარაუდოდ, მან ჩვენს შესახებაც მოგატყუათ. სავარაუდოდ, გითხრათ რომ მცირე, მარგინალიზებული ჯგუფი ვართ. სინამდვილეში ჩვენ ბევრნი ვართ. თბილისში დღესაც იმართება აქცია.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! ვაფასებთ ამას,” – მიმართა გეგუჩაძემ ევროპელ სტუმრებს და მათ მაფინებით გამასპინძლება შესთავაზა.
ღონისძიებაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმებები გაფორმდება.