ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ხვალინდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
„წადით არჩევნებზე ხვალ! პატივი ეცით იმ ადამიანებს ვინც სიცოცხლე დაკარგა ამ არჩევნების გამო!“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრისთვის ყველა უბანი მზად არის. ცესკოში ამბობენ იმასაც, რომ მათ გაითვალისწინეს ყველა ის ხარვეზი და გამოწვევა, რაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა.
თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება.