LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წაიყვანე ისე რომ არც კი გიკითხავს, ის ხომ ჩემი გოგო იყო“ – ნანა ბერძენიშვილი, რომლის შვილიც მეცამეტე სართულიდან გადავარდა

9879
34

 ნანა ბერძენიშვილი, რომლის შვილიც მეცამეტე სართულიდან გადახტა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, დღეს ელენე 15 წლის გახდებოდა.

„მე ყოველთვის მინდოდა მყოლოდა ერთი შვილი, ერთი გოგო. შენ ეს იცოდი, იცოდი იქამდე ვიდრე მე გავიაზრებდი, რაღა ვიკეკლუცო და ვაღიარებ, რომ შენ ეს იქამდეც იცოდე სანამ მე გავჩნდებოდი, იმიტომ რომ შენ ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები.

და შენ მაჩუქე ერთადაერთი შვილი, ჩემი გოგო…

ყოველთვის გთხოვდი, რომ კარგი გოგო ყოფილიყო, ბედნიერი და ჯამრთელი. და რადგან მაჩუქე მჯეროდა, რაღაცნაირად მჯეროდა, რომ ჩვენ კარგად ვიქნებოდით, მაგრამ ერთ დღესაც წაიყვანე, წაიყვანე ისე რომ არც კი გიკითხავს, ის ხომ ჩემი გოგო იყო… მე არასოდეს მიკითხავს შენი გეგმა…

…მაგრამ მე მაინც მთელი სულით და გულით მადლიერი ვარ იმ 13 წლისთვის… თუმცა ასევე მთელი სულით და გულით არ ვეთანხმები შენს გეგმას… ამაზე გამუდმებით გესაუბრები, შენ კი არ მაპსუხობ, თუმცა ორივემ ვიცით, რომ ჩვენი შეხვედრა გარდაუვალია, ისევე როგორც ჩვენი საუბარი… მინდა იცოდე, როცა მეც წამიყვან კრინტსაც კი არ დავძრავ, ჯერ ელენეს ვიპოვი და ძალიან, ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტები… შემდეგ კი ვისაუბრებთ…

ელენე დღეს 15 წლის გახდებოდა…“ – წერს ნანა ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ნანა ბერძენიშვილის შვილის გარდაცვალება ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” უკავშირდება.  ის ორი წლის წინ გარდაიცვალა.

“მითხრეს რომ ვერ შემხვდებოდნენ, რადგან მათი შვილის ორმოცია – გაფრთხილება ლურჯი ვეშაპის შესახებ!”

“ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!” – როგორ მივხვდეთ, თუ ბავშვი “სიკვდილის თამაშით” ერთობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g