LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალკის კანიონი და თეთრა მღვიმე გაიხსნება – დაცული ტერიტორიები 1 მილიონ ჰექტრამდე გაფართოვდება

192
ipiccy-image

დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე, ხედვებზე, პანდემიის გავლენასა და შედეგებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს, კონფერენციის თემატიკა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ტურიზმის ინდუსტრიაზე კოვიდ 19-ის გავლენას მიეძღვნა. სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა პანდემიის ჭრილში ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, კონფერენციის მონაწილეებს ანტიკრიზისული გეგმები და ახალი ტენდენციები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში, სექტორის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განვითარებაა.

დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო ხედვებზე პრეზენტაციის წარდგენის დროს, ყურადღება გამახვილდა სააგენტოს უახლოეს გეგმებზე, მათ შორის, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე 1 მილიონ ჰექტრამდე, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17%-ია; ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორებიცაა: ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის გახსნა, სათაფლიაში მღვიმისა და თანამედროვე, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათების სისტემის მოწყობა; მხარეებმა ისაუბრეს ახალ ეკოტურისტულ პროექტებზე, მათ შორის, წალკის კანიონის გახსნა, თეთრა მღვიმის გახსნაზე და ახალი ეკოტურისტული ბილიკების მოწყობაზე. პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა გლობალური საერთაშორისო აღიარება, რომელიც საქართველოს 4 დაცული ტერიტორიისთვის იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს პროექტს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g