ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა ტატუნაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს. როგორც ის ყვება, დაკავებამდე 7 თვის განმავლობაში ტატუნაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უპრობლემოდ შედიოდა, გადაადგილდებოდა, შეჰქონდა ბოსტნეული, ყიდდა და უკან ბრუნდებოდა.
მისივე თქმით, ოსური მხარის მიერ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ტატუნაშვილს აშკარად ეტყობა სასტიკი წამების კვალი.
“არჩილი ჯერ აწამეს. წამების კვალი ეტყობოდა ხელებზე. ეს მთელმა საქართველომ დაინახა. როდესაც ეკლესიაში გადავასვენეთ და დავასვენეთ მე თვითონ გადავხადე ხელებზე, რომ მთელ მსოფლიოს დაენახა როგორია რუსეთი და რას უშვრებიან ქართველ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მიყენებული ჰქონდა დაზიანებები სახის არეშიც. მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და სილურჯეები იყო დაფარული. მარჯვენა მხრიდან ჰქონდა ტყვია საფეთქელში ნასროლი და ყურში ჰქონდა გავლილი. სისხლიც კი წამოუვიდა. ხელები ჰქონდა დალურსმული, დამწვარი ჰქონდა ხელის გულები, 2 თითი სასტიკად ჰქონდა დაჩეხილი, თითები ჰქონდა დანაყული. ფეხები მე თვითონ არ მინახია, მაგრამ ბიჭებმა ნახეს და თქვეს რომ სასტიკად დალურჯებული ჰქონდა”, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის დედამ.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/947778645381443/
