LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამლები 1 ლარად – ბახტაძემ ის ჯგუფები ჩამოთვალა, რომელიც ამ შეღავათით ისარგებლებენ

8714
mamukiniowaml

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა სოციალური ჯგუფი ქრონიკული დაავადების მედიკამენტებს 1 ლარად შეიძენს. საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებზე შეღავათებითაც მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირები სარგებლობდნენ.

„ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება ის ხარჯი, რომ მოქალაქეების ხარჯი მედიკამენტებისთვის ძალიან მაღალია. 

უფასო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება, საბოლოო ჯამში ჩამონათვალი 60-მდე გაიზრდება - დავით სერგეენკო

დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების უფასო პროგრამის ჩამონათვალს დაემატება ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება.

დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შეგვაქვს ცვლილება. დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება. სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს შეეძლება მედიკამენტების შეძენა 1 ლარად.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც 6 ქრონიკული დაავადებისას: დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, პარკინსონის, ფილტვის, ეპილეფსიის დროს გამოიყენება,” – განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამ მხრივ ძალიან აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. მისივე თქმით, მთავრობის მიზანია, შეჭირვებული მოსახლეობის მიერ “ჯიბიდან გადახდილი თანხები” მედიკამენტებზე, მინიმალური იყოს.

 

ნახეთ ასევე: სახელმწიფოს არ შეუძლია, რომ წამლებზე თვითონ დაარეგულიროს ფასები – სერგეენკო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g